კარტოფილი „ფრი“ ყველასთვის საყვარელი და სასურველი საჭმელია.შესაბამისად მასაზე მოთხოვნაც დიდია. რამდენიმე თვის წინ ქართულ ბაზარზე გამოჩნდა კომპანია,რომელიც ადგილობრივ ბაზარზე „ფრის“ აწარმოებს.
კომპანია „ფრეკომ“ გაყინული კარტოფილი “ფრის” წარმოება დიწყო და დღეს საკმაოდ მოთხოვნადია ბაზარზე. „თბილისი თაიმსს“ კომპანიის დამფუძნებელი ირაკლი ქურდაძემ განუცხადა, რომ საწარმოს მშენებლობა ახალციხის რაიონის სოფელ მუსხში უკვე 2016 წელს დაიწყო და 2017 წლიდან კომპანია აქტიურად აწარმოებს „ფრის“.
„ფრეკო“ დაარსდა 2016 წელს. რაც შეეხება თავად წარმოების დაწყებას, უშუალოდ პროდუქტის შექმნა დავიწყეთ 2017 წლის იანვარში.თებერვლიდან უკვე ქართულ ბაზარზეა და დიდი მოწონებითაც სარგებლობს. „
ირაკლი ქურდაძის თქმით, „ფრეკოს“ შექმნის იდეა ბაზარზე დიდიმა მოთხოვნამ განაპირობა.
„იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არ არსებობდა მსგავსი საწარმო, გადავწყვიტეთ რომ საინტერესო იქნებოდა თუ ადგილობრივი კომპანია თავად მოამარაგებდა ბაზარს კარტოფილი „ფრით”.
რაც შეეხება ტექნოლოგიას, ირაკლი ქურდაძის განმარტებით, საწარმოში კარტოფილი მაცივრებში მინუს 40 გრადუს ტემპერატურაზე იყინება. 2.5 კილოგრამიანი შეფუთვით იწარმოება, მიეწოდება რესტორნებსა და კაფეებს, ხოლო ნაწილი მიდის საცალო ქსელებში.
„იმპორტიორ კომპანიებთან ჩვენ გვაქვს უპირატესობები. ამიტომ საკმაოდ კონკურენტულები ვართ ქართულ ბაზარზე. ჩვენ ვიყენებთ ახალციხის კარტოფილს, რომელიც არის ეკოლოგიურად სუფთა, ყოველგვარი დანამატების გარეშე. რაც პროდუქტის მთავარი ხარისხის მაჩვენებელია. ჩვენი პროდუქცია გემოთი განსხვავდება იმპორტისგან. რადგან იმპორტული შეიცავს სხვადასხვა დანამატებს, რომლებიც აძლევს გემოს, ფერს, არომატებს და ასე შემდეგ. რაც შეეხება ფასებს ამ ეტაპზე კონკურენტული ფასი გვაქვს, თუმცა გააჩნია კონკრეტულ ობიექტს. რაც შეეხება ზოგად ბაზარს, ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით დაახლოებით 20-25% ნაკლებ ფასად ვთავაზობთ მომხმარებლებს.“
როგორც კომპნაიის დამფუძნებელი განმარტავს, მომხმარებლისთვის ბევრად უფრო მისაღები და სასურველია საქართველოში წარმოებული,ჯანსაღი პროდუქტი,ამიტომ დიდი მოთხოვნა არის ბაზარზე.
„სამომავლოდ ძალიან ბევრი პროდუქტის წარმოებას ვგეგმავთ კარტოფილის მიმართულებით. თუცა ამ ეტაპზე იქნება „ფრის“ სხვადასხვა ზომები, ჭრის სისქე. ასევე მომავალში ვგეგმავთ „ჩიფსების“ წარმოებას. ვგეგმვთ ვაწარმოოთ ხელით დაჭრილი კარტოფილი,რომელიც მაღაზიაში გაიყიდება საოჯახო მოხმარებლისთვის. ჯერჯერობით ჩვენი პროდუქცია მხოლოდ თბილისში იყიდება და უახლოეს მომავალში გვინდა, რომ გავიტანოთ რეგიონებშიც.“
ირაკლი ქურდაძე კმაყოფილია გაყიდვებით და რეალიზაციის მაჩვენებლებით. მისი თქმით, „ფრეკო“ ჯამში თბილისის მასშტაბით უკვე 30 ობიექტში შევედა, თუმცა სექტემბრიდან 200 ობიექტის, შესაბამისად, ბაზრის 5%-ის ათვისებას კიდევ გეგმავენ.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს სამომავლოდ ექსპორტზე გასვლაზეც ფიქრობენ, თუმცა ჯერერობით ქართული ბაზრს სრულად ათვისებენ.
კომპანია „ფრეკომ“ 1400 კვადრატული მეტრი ფართობის მიწა სახელმწიფოსგან სიმბოლურ თანხად, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიიღო. ქარხანაში ჯამში 400 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
„ფრეკოს“ დამფუძნებლის განმარტებით, დღესდღეობით საქართველოში გაყინული კარტოფილი ფრი სამი ქვეყნიდან შემოდის. ძირითადი მომწოდებლები ჰოლანდია, ბელგია და პოლონეთია. ირაკლი ქურდაძის განცხადებით, საქართველოს იმპორტის ჩანაცვლების ყველანაირი რესურსი და შესაძლებლობა აქვს.
მარიამ ლეკიაშვილი