„გასაბერი ეკლესია დაახლოებით 3 ათასი დოლარი ღირს, ის მობილურია და შეგვიძლია რეგიონებში წავიღოთ, თან ვატაროთ“. ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა.

„ჩვენ ვართ რელიგიური ორგანიზაცია. ჩვენი მღვდელმსახურები რწმენაში არიან თავისუფალნი, შეუძლიათ ღმერთთან მივიდნენ ისე,როგორც მათ წარმოუდგენიათ. ბიუროკრატიამ არ უნდა გადაუწყვიტოს ადამიანებს,რომ ერთი წლით იყარაულონ.

ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმისთვის,რომ ჩვენს ფუნქციონირებას არ შეექმნას საფრთხე, ბოლო ორ თვეში გვყავს 500-მდე მღვდელმსახური. არ გვაქვს არც ეკლესია, არც ოფისი, არც რამე ფართი,რომ ადამიანებს შევხვდეთ. გვაქვს რადენიმე ასეული დოლარის შემოწირულობა.

ხელისუფლება ცდილობს წარმოგვაჩინოს,როგორც არარეალური რელიგია. მეორე მხარეს დევს კანონპროექტი,რომლის მიხედვითაც ადამიანები, ვინც თავს აარიდებენ ჯარში წასვლას, დაისჯებიან 3 წლამდე პატიმრობით. ეს მაშინ,როდესაც კანონპროექტის ინიციატორის შვილი არ არის ნამყოფი ჯარში და მას აქვს მაღალი ხელფასი შინაგან საქმეთა სამინისტროში. 150 პარლამენტარიდან არც ერთის შვილს არ აქვს ჯარი მოხდილი.

მეორე მხარეს არის იდეა,რომელიც ამბობს,რომ მონობა არ არის დასაშვები. ჯარში მიჰყავთ ყველაზე ღარიბები, ადამიანები,რომლებმაც ვერ გადაიხადეს სწავლის ფული, ვინც მაგისტრატურაზე ვერ ჩააბარა. ეს სისტემა მონობაში ამყოფებს ყველაზე ღარიბ, ყველაზე დაუცველი მოსახლეობის 20 %-ს“ , – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 124 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*