„კონსტიტუციის რანგში იქნება აყვანილი ჩანაწერი,რომ საქართველოს მოქალაქეები და მოქალაქეთა გაერთიანება იქნება მხოლოდ მესაკუთრე. ეს არის ქმედითი, საფრთხეების დამზღვევი გადაწყვეტილება და მოქალაქეების განწყობასაც ეხმიანება“. მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვის შესახებ, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„ეს კანონი ეხება ქვეყნისთვის განსაკუთრებული დაცულობის მქონე რესურსს. მას გარდა ეკონომიკური და საინვესტიციო მნიშვნელობისა, აქვს ეროვნული და უსაფრთხოების თვალსაზრისით, დიდი დატვირთვა. საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას განსაკუთრებული დაცულობა სჭირდება.ორგანულ კანონში იქნება განსაზღვრული მხოლოდ საგამონაკლისო წესით შეზღუდვა, რაც იჯარის ფორმით განხორციელდება.
არსებობს რისკები და საფრთხეები,რომ დიდი ფინანსური შესაძლებლობების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები თუ იურიდიული პირები, ცდილობენ ჩვენი მიწების საკუთრებაში მიღებას. ამის შემაკავებელი სამართლებრივი ჩანაწერი კანონში არ არის. საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა მორატორიუმი,რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისებას კრძალავდა. კონსტიტუციური პროექტის ძალაში შესვლამდე, შეჩერდება ეს ნორმა,რომელიც დღეს არის კანონში” , – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მანანა ღოღობერიძე