როგორც ტელეკომპანია “ენტევე” იუწყება, რუსეთის განათლების ფონდის პრეზიდენტმა , სერგეი კომკოვმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ნობელის პრემიის კანდიდატად მშვიდობისთვის ბრძოლისა და განათლების განვითარების ძალისხმევის გამო წარადგინა.
რუსეთის განათლების ფონდის ექსპერტის, ოლეგ სერგეევის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის დამსახურებაა, ის რომ ჩეჩნეთში ომი შეწყდა.
“ის დოკუმენტაცია, რომელიც პრეზიდენტის კანცელარიიდან გამოდის, ნაციონალური უსაფრთხოების სტრატეგიას უკავშირდება, რომელიც ყოველთვის მიმართულია განათლების სისტემის სრულყოფისა და ქვეყნის სრული მასშტაბით ხელმისაწვდომობისთვის, რაც რუსეთის მსოფლიო დონის განვითარების ფუნდამენტს წარმოადგენს”,-აცხადებს ოლეგს სერგეევი.
სერგეევმა ისიც აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი მომხრეა სირიაში კონფლიქტი არა საომარი მეთოდებით, არამედ პოლიტიკური გზით მოგვარდეს.
ინფორმაციის თანახმად, ცოტა ხნის წინ, საფრანგეთშიც გამოვიდნენ ინიციატივით, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭოს.
ფრანგების ის ნაწილი, რომელიც პიუტინისთვის ნობელის პრემიის მინიჭების იზიარებს, დარწმუნებულები არიან, რომ თუ ამერიკული აგრესიისა და დარტყმებისგან სირია გადარჩება, ეს პუტინის დამსახურება იქნება, რომელსაც უფრო მეტი ექნება მსოფლიოში მშვიდობისთვის გაკეთებული, ვიდრე ნობელის ლაურეატ ბარაქ ობამას.
13.09.13