„მოსახლეობის დიდ ნაწილს ბოლომდე არ აქვს გააზრებული რამდენად მძიმე ეკონომიკური შედეგები შეიძლება მოიტანოს ამ ტიპის აკრძალვამ. „პატრიოტული“ სენტიმენტებიდან გამომდინარე, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს,რომ მიწები უცხოელებზე არ გაიყიდოს და ხელისუფლება ამ მოქალაქეების ხმების მონადირებას ცდილობს“. მიწების გასხვისების შესახებ ახალი რეგულაციის შემოღების უარყოფით მხარეებზე, პოლიტიკურ ცენტრ „გირჩი“-ს ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ტვ პირველზე“, გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში ისაუბრა.

„არ მგონია,რომ ეს გადაწყვეტილება კონსულტაციების შედეგი იყოს. ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო პოპულიზმი. არანაირი სტრატეგიული ინტერესი არ არსებობს. მეორე მხრივ, ეს არის წნეხი პარტიებისგან და რადიკალური ნაციონალისტური საზოგადოებრივი ჯგუფებისგან.

მოსახლეობის დიდ ნაწილს წარმოუდგენია,რომ არანაირი მიწის მიყიდვა უცხოელზე არ მოხდება. სინამდვილეში, აკრძალვა არ ეხება არც ერთ მიწის ნაკვეთს,რომელიც თბილისში მდებარეობს. საუბარია მხოლოდ კონკრეტულ ნაკვეთებზე,რომელიც რეგიონებში მდებარეობს. ეს კონკრეტულ ადამიანებს დააზარალებს.

ადამიანებს საშუალოდ ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში ისედაც აქვთ, ამას ეძახიან სასოფლო-სამეურნეო მიწას. ეს ადამიანები მიწებს ვერ მიჰყიდან უცხოელებს, ეს არის საკუთრების უფლების პირდაპირ შელახვა. ეს ახალი რეგულაცია დაარტყამს საქართველოს მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ნაწილს.

დაიწევს მიწების აქტივის ფასი და გლეხს რომ დასჭირდეს ოპერაციის გაკეთება ან შვილისთვის განათლების მიცემა, ვერ გაყიდის მიწას პირობითად 1500 დოლარად. მას მოუწევს მიჰყიდოს მიწა ვიღაც მეზობელს 500 ლარად. ადამიანებს ვაღარიბებთ და პოტენციურ სამუშაო ადგილებს ვკლავთ“ , – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 18 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*