„ოჯახის წევრები კიდევ ერთხელ ითხოვენ,რომ პატრიარქს უფლებადამცველებთან ერთად შეხვდნენ. პრობლემა არ უნდა იყოს ჩვენი იქ დასწრება“. ამის შესახებ დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა „ტვ პირველზე“, გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.

„პატრიარქისა და მამა გიორგის ოჯახის შეხვედრა იგეგმებოდა ორშაბათს, მაგრამ გაუგებრობა მოხდა. ოჯახის წევრები ითხოვდნენ, რომ შეხვედრას ადვოკატებიც დავსწრებოდით, თუმცა ჩვენი მონაწილეობა დაიბლოკა.

მე ვრჩები მამა გიორგის ადვოკატად, ჩართული ვიქნები ბოლომდე. მასთან „არ ვიზიტი“ არ ნიშნავს,რომ მისი უფლებადამცველი აღარ ვარ. ცუდს ვერაფერს ვხედავ,რომ მამა გიორგის ბევრი ადვოკატი ჰყავს და სახაზინო ადვოკატებიც ჩაერთნენ. საბოლოო საქმისთვის ეს საზიანო არ იქნება.

კარგად მახსოვს,რომ პატრიარქთან პირველი ვიზიტისას, მას ბევრი კითხვები ჰქონდა, ახლა მას მეტი კითხვის ნიშანი ექნება და მხოლოდ ოჯახის წევრები ვერ უპასუხებენ.ის მამა გიორგიში ვერასდროს ხედავდა და ვერც დაინახავს ორგულს.  ჩათვალონ ჩვენი დასწრება,როგორც ოჯახის წევრების“ , – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 34 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*