„მაქვს მეილი, სადაც თომას მარკერტი მიდასტურებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა გამოეგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტსაც,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ იმ პირობას ვასრულებდით, რა პირობაც ვენეციის კომისიისთვის გვქონდა მიცემული. ვინაიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ არ აქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ინფორმაცია მიღებული, უბრალოდ თავს ვალდებულად ვთვლი, რომ მეც ის ინფორმაცია გავაჟღერო, რაც მაქვს. ვინაიდან მე ვარ საკონტაქტო პირი ვენეციის კომისიისთვის საკონსტიტუციო კომისიიდან. მე მაქვს ის მეილი, სადაც მიდასტურებს ბატონი თომას მარკერტი, რომ როგორც კი გამოეგზავნა დასკვნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტსაც. თუ ვინმეს აინტერესებს, ტელეფონში მეილი მაქვს და შემიძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს გავუზიარო“, – განაცხადა  ჩუგოშვილმა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ამბობს, რომ ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა პრეზიდენტს მიღებული არ აქვს. მისი თქმით, ამ თემაზე ნებისმიერი ინსინუაციეები, არასწორია.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა 8 ივნისს გასაჯაროვდა. ვენეციის კომისია დასკვნას ივნისის შუა რიცხვებში დაამტკიცებს.

(Visited 26 times, 1 visits today)

კომენტარები