საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 132 წვევამდელი შეემატა. პირველი ქვეითი ბრიგადის საშტაბო ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა ფიცი გორის ციხეზე დადეს. სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა მიულოცეს, მხარდაჭერა აღუთქვეს და ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახური უსურვეს.

ახალწვეულებს სიტყვით შიდა ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ მიმართა.
წვევამდელებმა განახლებული ძირითადი საბრძოლო მომზადება (BCT) პირველი ქვეითი ბრიგადის საწვრთნელ ბაზა ხცისში გაიარეს. კურსის განმავლობაში რეკრუტებმა საცეცხლეს მომზადების, სადისციპლინო წესდების, ტაქტიკისა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები განავითარეს.

დღეიდან ახალწვეულები პირველ ქვეით ბრიგადაში ცხრა თვე იმსახურებენ და ახალი სისტემით ისარგებლებენ. ისინი საბრძოლო მომზადებას, ისევე როგორც კონტრაქტით მოსამსახურეები, ყოველდღიურად გაივლიან. სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები სრულყოფილ სამხედრო მომზადებას გაივლიან და მონაწილეობას თითქმის ყველა სწავლებაში მიიღებენ, რაც ქვედანაყოფში ჩატარდება.

ჯარისკაცებს გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით სარგებლობისა და უქმე დღეებში დასვენების საშუალებაც ექნებათ.

(Visited 27 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*