10-13 ივნისს, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ვიზიტით საქართველოს ეწვევა. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაიმართება საქართველო-ლიტვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მე-4 სხდომა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების თანა-თავმჯდომარეობით, რის შემდეგაც გაიმართება ხელმოწერის ცერემონია.  აღნიშნული ფორმატი წარმოადგენს საქართველოსა და ლიტვას შორის რეგულარული კონსულტაციების პლატფორმას, რომელიც გულისხმობს ლიტვური მხარის მიერ საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისგანხორციელებაში. კომისიის სხდომის ფარგლებში განხილულ იქნება ევროპული და ევრო-ატლანტიკური დღის წესრიგში არსებული საკითხები და პროგრესი, ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობა.  ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია  გაიმართება.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩას, შამგონის დაზიანებულ ხიდს, ენგურის ხიდს, სოფელ რუხის საავადმყოფოს და ენგურის კაშხალს. ლინას ლინკევიჩუსი გმირთა მოედანზე, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალსაც შეამკობს გვირგვინით.

(Visited 9 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*