„მე პომიდორიც მომყავს, კიტრიც და კარტოფილიც. ერთად დავთესეთ მე და ლუკაშენკომ და ვეჯიბრებით, ვინ უკეთეს კარტოფილს მოიყვანს.  თუმცა, მე ეს გაჭირვებით არ მაქვს, ხალხს კი უჭირს“. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „რეაქცია“-ში ისაუბრა.

„სოფლებში ყოფა ბევრი თვალსაზრისით ძალიან მძიმეა . სოფელში ადამიანები მიწაზე მუშაობენ იმისთვის,რომ გადარჩნენ. ამის იქეთ, სოფლის მეურნეობა ბიზნესის მხრივ, ვერ ვითარდება. მეც მიწაზე მომუშავე ადამიანი ვარ, სულ დუშეთში ვცხოვრობ. სხვათაშორის, ჩვენ, დუშელებს არ მოგვწონს,რომ არც ერთ არხზე არ აცხადებენ ჩვენს ამინდის პროგნოზს.

ჩამოდი ჩემთან ერთად და ნახე როგორი რთულია მიწის მოვლა. ჩამოდი და ნახე როგორ ვცხოვრობ და როგორი რთულია, რომ ჰგონიათ,პომიდორი ხეზე იზრდება. მაჩვენე საქართველოს მოსახლეობის ნახევარს რანაირად შველი და მერე დალიე საქართველოს სადღეგრძელო. მიწა არ გაიყიდება დაახლოებით ისე ჟღერს, როგორც „იყიდება საქართველო“. თუ ასეა, მიწის გაყიდვას ხელს მეც არ მოვაწერ.

მიწის არ გაყიდვა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის, თუ როგორ მომცემ შენ მე შესაძლებლობას და როგორ ამათვისებინებ. ჯერ მაჩვენე რაღაცა სქემა, რომლითაც უცხოელსაც დააინტერესებ, ქართველსაც დააინტერესებ, ბანკს დააინტერესებ, რომ რეგიონში ფული წაიღოს და პატარა 1000 კვადრატიანი მიწის ნაგლეჯებისგან რაღაც გააკეთოს. ამ ეტაპზე ამ აკრძალვის შინაარსს ვერ ვხედავ. საქართველოს მეც არ გავყიდი” , – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 122 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*