15 სექტემბრამდე თბილისის ქუჩებს მინიმუმ 18 ახალი შუქნიშნის ობიექტი შეემატება. 15 ობიექტის ადგილმდებარეობა უკვე განსაზღვრულია.
ქვეითთა გადასასვლელებზე ღილაკიანი შუქნიშნები განთავსდება:
• წერეთლის გაზირისა და გორის ქუჩის კვეთასთან
• მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ხოშარაულის 29–სთან
• მტვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშრალ ხიდთან
• მარშალ გელოვანის გამზ. 6–თან
• უნივერსიტეტის ქუჩა 6–თან
• ბელიაშვილის ქუჩაზე რესტორან „წისქვილთან“
ასევე, შუქნიშნების რეაბილიტაცია და მონტაჟი გათვალისწინებულია:
• აბაშიძე–ბერძენიშვილის ქუჩების კვეთასთან
• ჯავახიშვილი–გორკის ქუჩების კვეთასთან
• ჩიტაია–მამარდაშვილის ქუჩების კვეთასთან
• ჩიტაია–მარჯანიშვილის ქუჩების კვეთასთან
• ჩიტაია–კლდიაშვილის ქუჩების კვეთასთან
• წინამძღვრიშვილი–გოგიბერიძის ქუჩების კვეთასთან
• ქეთევან წამებულის გამზირისა და მეველის ქუჩების კვეთასთან
• ჩიქობავას მოედანზე
• ფიროსმანის მოედანზე
3 ახალი შუქნიშნის ობიექტის ადგილმდებარეობა მოკლე ხანებში დაზუსტდება. 18 შუქნიშნის მონტაჟისთვის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ბიუჯეტიდან 1 745 600 ლარია გამოყოფილი. ეკონომიის შემთხვევაში, წელს თბილისში კიდევ რამდენიმე შუქნიშნანი განთავსდება.
სულ დედაქალაქში 240 შუქნიშანია. შარშან ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ქუჩებში 18 ახალი ობიექტი დაამატა, ხოლო 25–ზე ძველი შუქნიშანი ახლებით შეცვალა.