“ვენეციის კომისია მუშაობს იმ სტილით,რომ ძირითადად ხაზს უსვამს რეკომენდაციებს და შენიშვნებს.რაზეც ჩვენ 4 თვის განმავლობაში ყველანაირი, გაუგონარი ლანძღვა და კრიტიკა ვისმინეთ, აღმოჩნდა,რომ მართლები ვიყავით”. ჯგუფ “ბირჟა მაფიას” წევრების დაკავების და ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა “რუსთავი 2”-ზე, გადაცემა “კურიერის” ეთერში ისაუბრა.
” კომისია ამბობს,რომ პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირი წესი არის მისაღები და შესაბამისი პრეზიდენტის არბიტრის როლთან. საერთოდ არ აქვს შენიშვნები კომისიას პრეზიდენტის ფუნქციებთან და უშიშროების საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით. ყველა შენიშვნაზე ცალსახად გვაქვს ნათქვამი,რომ ვაპირებთ მათი ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებას. მითუმეტეს,რომ ამ დოკუმენტში ყველაფერი არის მისაღები. ამიტომ ღია კარის მტვრევას აზრი არ აქვს.
სამოქალაქო პროტესტის მიმართ დიდი პატივისცემა მაქვს და ეს მნიშვნელოვანია. თუ რაიმე განამტკიცებს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის ზრდას ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, ესენი სწორედ სამოქალაქო აქტივისტები არიან. ჩვენ ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე აქტიურად ვმუშაობდით და ცოტა ხანში ცვლილებების ინიცირებას გავაკეთებთ,რომელიც პრობლემებს აღმოფხვრის.
ორი ახალგაზრდას დაკავების შესახებ მართლმსაჯულების რეფორმას დიდი გამოცდა ელის,რომ ტესტი ჩააბაროს. როდესაც მსგავს საქმეებზე ნდობა არ არის, ეს სერიოზული პრობლემაა. არ უნდა არსებობდეს განცდა,რომ რაიმეს გამოხატვის გამო, ვინმეს პრობლემა შეექმნება. ეს სტანდარტები ჩვენ შეცვალეთ” , – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა
მანანა ღოღობერიძე