16 საათის წინ
დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს
16 საათის წინ
“2012 -ზე ქვემოთ დავბრუნდით, ქართულ პოლიტიკაში გახშირებული ნაღმებია” – ვახტანგ ძაბირაძე
16 საათის წინ
საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება
16 საათის წინ
“უცნაურია, როდესაც უშიშროების საბჭოს წევრი საუბრობს საბჭოს ნულოვან ეფექტურობაზე” – დავით რაქვიაშვილი
16 საათის წინ
ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პრემიერად და ანტიკრიზისული მთავრობა შექმნას – გია ხუხაშვილი

დანიის საგარეო უწყებამ საქართველო და უკრაინა მისი სამეზობლო პოლიტიკის ორ პრიორიტეტულ ქვეყნად დაასახელა. 12 ივნისს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში  საჯარო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც წარდგენილ იქნა 2017-2021 წლების დანიის ახალი სამეზობლო პროგრამა (DANEP).  შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა  საქართველოს ელჩი დანიის სამეფოში გიგი გიგიაძე.

დანიის 2017-2021 წლების სამეზობლო პროგრამა (DANEP)  მოიცავს ორი ქვეყნის ახალ ფაზაზე გადასვლის ასპექტებს და საქართველოსა და უკრაინაში ახალი ხუთწლიანი პროგრამის იმპლემენტაციის ელემენტებს.  DANEP-ის ორი მთავარი მიზანია 1. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერა; 2. მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.

შეხვედრა, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდერს სამუელსენის სიტყვით გაიხსნა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოკლედ მიმოიხილა ახალი პროგრამა და მისი შესაბამისობა  გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs). საქართველოზე საუბრისას, ანდერს სამუელსენმა  ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში  ქვეყანაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს და მათ სამაგალითო ხასიათს.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა  საქართველოში „ევროპის ფონდის“ ხელმძღვანელი ქეთევან ვაშაკიძე.

2017-2021 წლების დანიის ახალი სამეზობლო პროგრამა (DANEP) მიმდინარე წლის შემოდგომაზე დამტკიცდება.

 

(Visited 17 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*