14 ივნის შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა და შესაბამისად, “სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალი” და შშმ პირების დამსაქმებელი “განსაკუთრებული ჟურნალი” მათი უფლებების, განათლების, დასაქმებისა და რესოციალიზაციისთვის აწყობს ღონისძიებას.

როგორც “თბილისი თაიმსს” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიება მრავალეტაპიანია და გამოცხადდა კონკურსი: შშმ პირთა ლოგოების შექმნა, მაგალითად, ეტლით მოსაგრებლეთათვის, ამპუტანტთათვის, უსინათლოთათვის და ნაკლებადმხედველთათვის, სმენადაქვეითებულთათვის და საუბრის შეზღუდვის მქონე პირთათვის (ყრუ-მუნჯთათვის). 2017-18 წლის ლოგოს შექმნაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გამარჯვებული ლოგოები გამოვლინდება მიმდინარე წლის 14 ივნისს. გამარჯვებული ლოგო-ტიპი და გამოყენებული იქნება „განსაკუთრებულ ჟურნალში“, ბანერებზე, ფლაერებზე და სხვადასხვა სარეკლამო-საინფორმაციო საშუალებებში, 2018 წლის 14 ივნისამდე. გამარჯვებული ლოგოების შემსრულებლები დაჯილდოვდებიან ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილის) ღირსების ორდენითა და ზაზა სიხარულიძის სახელობის პრემიით და სხვა საჩუქრებით. ჟიური იმუშავებს დახურული ფორმით, რაც საშუალებას მოგვცემს მიუკერძოებელი და ობიექტგური იყოს შეფასება.

ორგანიზატორების ცნობით, ამავე დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მისი გენერალური დირექტორის, გიორგი კეკელიძესთან და მიხეილ ყაველაშვილთან ერთად “განსაკუთრებული ჟურნალის” დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის, ნუგზარ ჭიაბერაშვილის ინიციატივით, გაიხსნება სპორტულ (განყოფილებაში) ბიბლიოთეკაში სპორტსმენთა შშმ პირთა სპეციალური კუთხე და დაიწყება ამ სფეროს პოპულარიზაცია და ისტორიის შექმნა, რაშიც ჩაერთვებიან შშმ პირები და ახალგაზრდები.

2017 წლის 14 ივნისს საზოგადოება სრულიად ახალ და მნიშვნელოვან მოვლენას იხილავს შშმ პირების საკითხებთან მიმართებაში, რაც მათი საზოგადოებაში სრული ინტეგრაციის – დასაქმების, განათლების, უფლებების დაცვის, სპორტში, კულტურაში – საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის ხელშეწყობის ხელახალი და მზარდი პროგრამა-პროექტის დასაწყისია, რომელიც წაახალისებს არაერთ ორგანიზაციას და სტიმულს მისცემს სიახლეების დასანერგად და შშმ პირების ჩართულობის გაზრდაში.

მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაწესდება საქართველოში შშმ პირთა უფლებების დამცველის, განათლებაში ხელშემწყობის, დასაქმებაში და საერთო ჯამში მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილის) სახელობის ღირსების ორდენი და შშ პირების მოძრაობის ფუძემდებლის, აკადემიკოს ზაზა სიხარულიძის სახელობის პრემია, რომელიც გადაეცემათ აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე წარმატებულ ადამიანებს და ორგანიზაციებს.

“ჩვენ ვიცავთ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეკრულებას –  მუხლი N349 დ პუნქტი, რომელიც შშმ პირთა უფლებების დაცვას, დასაქმებას, მათი სოციალური პრობლემების და საზოგადოებაში ინტეგრაციას მოწესრიგებას ითვალისწინებს. ჩვენ დავაწესეთ მისი უწმიინდესობის ლოცვა-კურთხევით წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილის) სახელობის ღირსების ორდენი და შშმ პირთა. მოძრაობის ფუძემდებლის, აკადემიკოს ზაზა სიხარულიძის სახელობის პრემია. ჩვენ ვიბრძვით შშმ პირების უფლებების დაცვის, დასაქმების, განათლების, კულტურის, სპორტის და – საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის”, – განაცხადა “განსაკუთრებული ჟურნალის” დამფუძნებელმა და მთავარა რედაქტორმა, ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

ღონისძიების აქტიური მხარდამჭერები არიან საქართველოს პარლამენტის წევრი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა – გიორგი კეკელიძე, თბილისის პარასპორტის ცენტრი, ასევე მხარდამჭერია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო.

 

 

 

(Visited 71 times, 1 visits today)

კომენტარები