შაქრის უმსხვილესმა მწარმოებელმა, კომპანია „აგარის შაქარმა” წარმოება 2016 წლის ნოემბერში გააჩერა. ქარხნის დახურვის მიზეზად იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციას და საერთაშორისო ბირჟებზე შაქარზე მაღალ ფასს ასახელებდა.

„თბილისი თაიმსს“ კომპანიაში განუცხადეს, რომ აგარის შაქარმაწარმოება  აღადგენ. როგორც კომპანიაში აცხადებენ  საერთაშორისო ბაზარზე შაქრის გაიაფება გახდა საფუძველი იმისა, რომ კომპანიამ ექვს თვიანი პაუზის შემდეგ წარმოება აღადგინა. ქართული შაქარის წარმოება აღდგა და ის კვლავ მოამარაგებს მოსახლეობას.

როგორც ცნობილია 2016 წლის ოქტომბერში კი 1 ტონა შაქრის ფასი 490 დოლარს შეადგენდა. მსოფლიო ბირჟებზე დღეს  ერთი ტონა შაქარი 360 დოლარი ღირს.

„აგარის შაქრის“ ქარხანა ქარელის რაიონის დაბა აგარაში 1932 წელს დაარსდა.1958 წლამდე ქარხანა შაქრის წარმოებას ადგილობრივი წარმოების შაქრის ჭარხლისაგან ახდენდა,რომლის წლიური მოცულობა 100 000 ტონას არ აღემატებოდა, ხოლო მისგან წარმოებული თეთრი შაქრის წარმოება კი 8000 ტონას. 1995 წლიდან მოყოლებული იმის გამო, რომ საქართველოში შაქრის ჭარხლის წარმოების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა და მისი წლიური მოცულობა 10000 ტონას აღარ აღემატებოდა, ქარხანა თეთრ შაქარს აწარმოებს შაქრის ლერწმისაგან დამზადებული ნედლეულისაგან აწარმოებდა.

მარიამ ლეკიაშვილი

(Visited 71 times, 1 visits today)

კომენტარები