მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელს კრიშტიანუ რონალდუს გადასახადებისაგან თავის არიდების გამო მადრიდის პროკურატურამ ბრალი წაუყენა. ინფორმაციას The Telegraph – ი ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, კრიშტიანუ რონალდუმ 2011-2014 წლებში სახელმწიფო ხაზინაში 14.7 მილიონი ევრო არ გადაიხადა და მოგების დასამალად, 2010 წელს მის მიერ შექმნილი სააქციო საზოგადოება გამოიყენა.

27 მაისს ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და თანხის გადახდაზეც დათანხმდა.

ცოტა ხნის წინ, ესპანეთის სასამართლომ ესპანეთის „ბარსელონას“ ფეხბურთელ ლიონელ მესის, ასევე გადასახადების დამალვისთვის, 21-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა რაკი ესპანეთის კანონმდელობის მიხედვით, თუკი სასჯელი 2 წელს არ აღემატება, შესაძლოა პატიმრობა პირობითი მსჯავრით შეიცვალოს. მესიმ ჯარიმა 2 მილიონი ევრო გადაიხადა.

(Visited 23 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*