„არ იქნებოდა ვერეს ხეობის ტრაგედია,საქართველოს მონიტორინგის სისტემა რომ ჰქონოდა. აზერბაიჯანში ჩემნაირი ინსტიტუტის შემოსავალი არის 4 მილიონი დოლარი. ჩემი არის 700 ათასი ლარი“. ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის მეცნიერმა, თეა გოდოლაძემ „იბერიაზე“, გადაცემა „პრიორიტეტის“ ეთერში ისაუბრა.

„13 ივნისს დაახლოებით 1200000 მეტრ კუბი მასალა წამოვიდა, აქედან 333 ათასი დარჩენილი იყო მეწყრის ტანში. გაწმენდა მიმდინარეობს ამ ნაშალი მასალის,რომ აღდგენითი სამუშაოები ჩატარდეს. ყველაფრის თავი და თავი არის ცოდნა და გამოცდილება. დაიხვეწა ტექნოლოგიები. განვითარებულ ქვეყნებში მსგავსი პრობლემის შეფასება, დათვლა და პრევენცია ევალება მკვლევრებს,რომ სამთავრობო სტრუქტურები გააფრთხილოს, მოსახლეობას დროულად გააგებინოს საფრთხის შესახებ.

ახლად დამონტაჟებული სისტემით ჩვენ შეგვიძლია წინასწარ განვსაზღვროთ როდის ხდება მეწყრის წარმოქმნა, ნალექის რა რაოდენობაზე. კონკრეტულ ერთ წერტილში სამი სადგური არ არის საკმარისი, მონიტორინგის სისტემები ქვეყნის მასშტაბით უნდა კეთდებოდეს. მე მაქვს 5 % იმ აღჭურვილობის,რაც ასეთ სამსახურს უნდა ჰქონდეს. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებისთვის ერთი სადგური 40 ათასი დოლარი ღირს. მეტეოროლოგიისთვის ერთი სადგური,რომელიც ყოველ ათ კილომეტრში უნდა იდგეს, 10 ათასი დოლარი ღირს“ , – განაცხადა თეა გოდოლაძემ.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 44 times, 1 visits today)

კომენტარები