საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის შესაძლებლობები ჯერ კიდევ არსებობს.

ამის შესახებ მაკრონმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრთან, ტერეზა მეისთან ერთად გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

მაკრონის თქმით, სანამ მოლაპარაკებები და გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის ოფიციალური ნაწილი დასრულდება, ბრიტანეთს აქვს შესაძლებლობა და მიზეზებიც იფიქროს ევროკავშირში დარჩენაზე.

მან ასევე განაცხადა, რომ ის პატივს სცემს ბრიტანელი ხალხის ერთსულოვნებას ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით. თუმცა  პირველადმა შედეგებმა, რაც გასვლას მოჰყვა და რამაც ამ ხალხის სოციალურ მდგომარეობაზე ასახვა ჰპოვა, ნამდვილად უნდა დააფიქროს ბრიტანელი ხალხი – ამბობენ დასავლეთში.

მაკრონმა კონფერენციაზე ასევე გააჟღერა გერმანიის ფინანსთა მინისტრის ვოლფგან შოიბლეს აზრი,რომ ბრიტანეთს კიდევ აქვს დრო შეცვალოს აზრი ბრექსიტთან დაკავშირებით.

თუ მათ სურთ გადაწყვეტილების შეცვლა, რა თქმა უნდა, ისინი შეძლებენ ღია კარის პოვნას,“ – განაცხადა შოიბლემ ბლუმბერგის ტელევიზიაში.

კონფერენციის შემდეგ მაკრონმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კარები ღია იქნება იქამდე, სანამ მოლაპარაკებები არ დამთავრდება. ფორმალური მოლაპარაკებები 19 ივნისიდან იწყება. ტერეზა მეის თქმით, მოვლენების შეცვლა არ არის მოსალოდნელი. პირიქით, დიდ ბრიტანეთს მოლაპარაკებების დაჩქარება სურს.

ბრექსიტის საკითხებზე მომუშავე კომისიის ხელმძღვანელის მაიკლ ბარნიერის თქმით, ბრიტანეთი კომისიას პროცესების დაჩქარებისკენ მოუწოდებს, 2019 წლის ბოლომდე კი ბრექსიტი ოფიციალურად ვერ განხორციელდება, ბარნიერის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს პროცესები დინამიურად უნდა ვითარდებოდეს, რომ ჰქონდეს ქვეყანას გონივრული გადაწყვეტილების მიღების საშუალება და არა სასწრაფოდ.

ნათია კეკენაძე

 

(Visited 51 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*