საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მცხეთაში ახალი 100–საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკა – „წმინდა მეფე მირიან და დედოფალ ნანას სახელობის მცხეთის სამედიცინო ცენტრი” ამოქმედდა. რებილიტირებული სამედიცინო დაწესებულება საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან და მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონი ლარია. კლინიკადაკომპლექტებულია წამყვანი სპეციალისტებით და აღჭურვილია თანამედროვე დაინოვაციური ტექნოლოგიებით. კლინიკაში დასაქმებულია 250–მდე ადამიანი.

მცხეთის სამედიცინო ცენტრი ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რაცსაშუალებას აძლევს პაციენტს, რეგიონიდან გაუსვლელად მიიღოს მაღალი ხარისხისსამედიცინო მომსახურება და ისარგებლოს უფასო და შეღავათიანი სამედიცინო სერვისით.კლინიკაში მუშაობს 24– საათიანი გადაუდებელი სამედიცინო სამსახური, რეანიმაციისა დაინტენსიური თერაპიის განყოფილებები.

ახალი სამედიცინო დაწესებულება გათვლილია, როგორც მცხეთა მთიანეთის რეგიონისსამხარეო საავადმყოფო.

 

(Visited 13 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*