16 საათის წინ
დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს
16 საათის წინ
“2012 -ზე ქვემოთ დავბრუნდით, ქართულ პოლიტიკაში გახშირებული ნაღმებია” – ვახტანგ ძაბირაძე
16 საათის წინ
საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება
16 საათის წინ
“უცნაურია, როდესაც უშიშროების საბჭოს წევრი საუბრობს საბჭოს ნულოვან ეფექტურობაზე” – დავით რაქვიაშვილი
16 საათის წინ
ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პრემიერად და ანტიკრიზისული მთავრობა შექმნას – გია ხუხაშვილი

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გერმანელ კოლეგას ურსულა ფონ დერ ლეიენს შეხვდა. გერმანიის თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ მინისტრებმა ორხმრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის გაცნობის  შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ქართველ კოლეგას რეფორმირების გზაზე მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს. ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება და ქართული სამხედრო კონტინგენტი ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილეობას კვლავ განაგრძობს.

ლევან იზორიამ გერმანელ კოლეგას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ 2017 წელი საქართველო-გერმანიის წლადაა გამოცხადებული, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი საინტერესო აქტივობები ორი ქვეყნის ხალხებს შორის  კონტაქტების გაღრმავებას უწყობს ხელს.

საუბარი  ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ლევან იზორიამ კოლეგას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში გერმანიის მხარის მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პაკეტით განსაზღვრული ინიციატივები – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლა და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია.

დღესვე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბუნდესკანცლერის ოფისში უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში კანცლერის მრჩეველთან – ქრისტოფ ჰოიზგენთან შეხვედრა გამართა, სადაც საუბარი გერმანია-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკას შეეხო.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის უწყების დელეგაცია მაგდებურგის საბრძოლო მომზადების ცენტრშიც იმყოფებოდა, სადაც ქართული ქვედანაყოფის ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში გადასროლისწინა საჩვენებელ სწავლებას დაესწრო.

(Visited 7 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*