„საზოგადოებრივ მაუწყებელს სჭირდებოდა ჩაზიარება „რადიო თავისუფლების“ იმიჯთან. არ არის სწორი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს თავისი იმიჯი შეიქმნას რომელიმე სხვა, თუნდაც ასეთ ავტორიტეტულ მედიაორგანიზაციასთან ჩაზიარებით“. საზოგადოებრივ მაუწყებელზე „რადიო თავისუფლების“ ორი გადაცემის, „ინტერვიუსა“ და „წითელი ზონის“ დახურვის შესახებ, არხის სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსმა, ია ანთაძემ „რეალური სივრცის“ ეთერში ისაუბრა.
„სანამ ახალი მენეჯმენტი და დირექტორი მოვიდოდა, ძველ მენეჯმენტსაც ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება, რომ 17 ივლისს „მოამბის“ გარდა ყველა გადაცემა იხურებოდა. უბრალოდ, „რადიო თავისუფლებას“ გადაწყვეტილება გაეგზავნა ერთი თვით ადრე და ამას მოჰყვა ხმაური. ახალ ბადეში გადაცემები შემოვა მხოლოდ და მხოლოდ ორი გზით. ერთი გზა არის, რომ მედიაწარმოების ბლოკში გადაცემები შემოვა კონკურსით და მეორე მხრივ, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის მიერ მომზადებული შიდა რესურსით.
საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება ისეთი, როგორიც არის თვითონ და რისი რესურსიც აქვს თვითონ. გარე სტუდიებთან თანამშრომლობის რეჟიმი ჩვენ არ გვაქვს. პრინციპი არის პრინციპი და მეორე არის კონკრეტული შემთხვევა,რომელიც ეხება ამა თუ იმ ადამიანს. საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო დაჩაგრული და ცოდვა ორგანიზაცია, რადგან სხვის იმიჯში შესახლებას და სხვისი სახეების საკუთარ სახეებად ქცევას ცდილობდა. მიუხედავად იმისა,რომ ღრმა პატივისცემა გვაქვს ამ გადაცემების მიმართ“ , – განაცხადა ია ანთაძემ.
მანანა ღოღობერიძე