„ჩემი ინიციატივა ეხება სკოლის დამთავრების პერიოდს. განსაკუთრებით, 7 წარმატებული და ერთი წარუმატებელი გამოცდის შემთხვევაში, შემოკლებულ ვადაში მიეცეთ მოსწავლეებს გადაბარების შესაძლებლობა“. ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა „ტვ პირველზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„ცვლილებები არ განიხილება მიმდინარე წელს, ჯერ განათლების სამინისტროს მხრიდან პოზიციები არ არის შეჯერებული. ალექსანდრე ჯეჯელავა ამ ინიციატივას ჯერჯერობით არ იზიარებს. წელს ჩაჭრილ მოსწავლეებს ეს არ შეეხება. თუ ბავშვს წელს ჰქონდა წარუმატებელი გამოცდა, მას რა თქმა უნდა შეუძლია გადაბარება მომდევნო წელს.
ეს არ არის მნიშვნელოვანი რეფორმის ელემენტი. მთავარია პრინციპულ შეთანხმებას მივაღწიოთ განათლების სამინისტროსთან. ზაფხულის და შემოდგომის პერიოდი მინდა მთლიანად დავუთმო ამ მხრივ მსოფლიოს გამოცდილების ანალიზს. ბევრ ქვეყანაში არსებობს გადაბარების სხვადასხვა მოდელები“ , – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მანანა ღოღობერიძე