„როგორც გაირკვა, ირაკლი კობახიძემ საერთო სახალხო განხილვაზე წარმოადგინა პროექტი,რომელიც შიგნით გუნდში არ იყო განხილული და შიგნით მოუწყვეს აჯანყება. ამ ახალგაზრდამ მოაწყო თავისი სადიპლომო ნაშრომის საერთო სახალხო განხილვა ისე,რომ გუნდშიც არ ჰქონია შეთანხმებული“. საკონსტიტუციო ცვლილებებზე, მუხთარლის საქმეზე და „ბირჟა მაფიას“ სკანდალზე, პოლიტიკის მეცნიერმა, გია ხუხაშვილმა „ტვ პირველზე“, გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.
„ბოლო პერიოდში რაც ხდება, ყველა ლოკალურ კრიზისს აქვს საერთო მახასიათებელი, ეს არის მმართველობითი სისტემის კოროზია. მმართველობით ვერტიკალს ეფექტურობა აქვს დაკარგული და უკვე უმართავი გახდა ეს პროცესი, არ ხდება კრიზისის მენეჯმენტი. ყველგან გრძელდება გამოძიება, ეს კრიზისები შეეხება არაერთ ინსტიტუტს, პოლიტიკურ ელიტას. საერთოდ გაურკვეველია რა წარმოადგინა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მუხთარლის საქმე სენსიტიური პროცესია, შეეხება ორი ქვეყნის ურთიერთობებს. ჩვენ ერთი გეოპოლიტიკური კვანძის ნაწილი ვართ და არ უნდა გადავაჭარბოთ რიტორიკას. არ მაქვს ილუზია,რომ ეს საქმე ოდესმე იქნება გამოძიებული. ზარალი ქვეყანამ უკვე მიიღო. იმაზე ზრუნვა,რომ გავათეთროთ ის, რაც შავ ლაქად არის, უარეს შედეგებს მოგვცემს. ხელისუფლება ინფანტილურად იქცევა, ტუჩები აქვთ მოთხუპნული შოკოლადით პატარა ბავშვივით და დედას ეუბნებიან,რომ შოკოლადი მე არ ამიღიაო.
აღარ ვიცი ჭკუა ვის მოეკითხება ამ ხელისუფლებაში. შემაშფოთებელია საზოგადოების განწყობაც. მცირე წარმატებას რო მიაღწევს ჩუმდება. ორი რეპერის გათავისუფლებით,პრობლემა არ გადაწყვეტილა. ვთხოვ საზოგადოებას,რომ ნუ აქვს მიდრეკილება ძილისკენ. ბრძოლაში გამარჯვება არ ნიშნავს ომში გამარჯვებას. ეს არის ომი და არა ერთჯერადი ბრძოლა“ , – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე