2017 წლის მაისში შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმი 2 ლარითა და 40 თეთრით, ხოლო წინა წლის მაისთან შედარებით, 12 ლარით და 60 თეთრით გაიზარდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, მაისში შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმი 173.2 ლარს შეადგენს, აპრილში ეს მაჩვენებელი 170.8 ლარი, ხოლო 2016 წლის მაისში კი 160.6 ლარი იყო.

წინა თვესთან შედარებით, მიმდინარე წლის მაისში გაზრდილია საშუალო მომხმარებლისა (153.5 ლარი) და საშუალო ოჯახის (290.6 ლარი) საარსებო მინიმუმები.

საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს 2004 წლიდან ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის ბრძანების შესაბამისად.

(Visited 30 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*