16 საათის წინ
დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს
16 საათის წინ
“2012 -ზე ქვემოთ დავბრუნდით, ქართულ პოლიტიკაში გახშირებული ნაღმებია” – ვახტანგ ძაბირაძე
16 საათის წინ
საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება
16 საათის წინ
“უცნაურია, როდესაც უშიშროების საბჭოს წევრი საუბრობს საბჭოს ნულოვან ეფექტურობაზე” – დავით რაქვიაშვილი
17 საათის წინ
ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პრემიერად და ანტიკრიზისული მთავრობა შექმნას – გია ხუხაშვილი

საქართველოში უმაღლესი განათლების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის   დღევანდელ სხდომაზე, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირის სტატუსით,  ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი დაფუძნდა და მართვის ორგანოების არჩევამდე, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრა. კომპლექსზე სახელმწიფო კონტროლი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიენიჭა თუმცა, საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის ყველა ხარჯს ფონდი „ქართუს“ დაფარავს.

თანამედროვე ინფრასტუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილ საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც  უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს საქართველოში უმნიშვნელოვანესი ცენტრი იქნება, რაც სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა.

უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, განათლების სისტემის პრიორიტეტულ ამოცანას უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეთავაზება, უმაღლესი განათლების სფეროს ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის/უწყვეტი განათლების სისტემის ხელშეწყობა  წარმოადგენს. მეცნიერების განვითარების მიმართულებით, სამინისტროსთვის ასევე მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ისეთი ამოცანების განხორციელებას, როგორციაა  კვლევითი პროდუქციის კომერციალიზაცია და ინოვაციების  განვითარება,  კვლევით საქმიანობაში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, მეცნიერების პოპულარიზაცია საქართველოში და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა.  შესაბამისად,  ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი, აღნიშნული მიზნებისა და ამოცანების მიღწევისა და განხორციელების  საუკეთესო საშუალება გახდება.

(Visited 24 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*