კომპანია „გლობალ ბიერ ჯორჯია“ (GBG) საქართველოში სრულიად ახალი ქართული ლუდის „აისი“-ს წარმოებას იწყებს. ახალი ქართული ლუდი „აისი“ ინოვაციური ტექნოლოგიით – ყინულის ფილტრაციით მზადდება, რომელიც პროდუქტს კიდევ უფრო დიდი ხნით უნარჩუნებს საუკეთესო გემოვნურ თვისებებს. „აისი“ არის თანამედროვე, მაღალხარისხიანი ლაგერის ტიპის ლუდი, რომელიც 100%-ით ნატურალური ინგრედიენტებით იხარშება. ორიგინალური რეცეპტი და ხარშვის ტექნოლოგია ლუდს განსაკუთრებულ საგემოვნო თვისებებს ანიჭებს.

როგორც “თბილისი თაიმსს” კომპანიიდან აცნობეს, სრულიად ახალი ქართული ლუდი „აისი“-ს მწარმოებელი კომპანია „გლობალ ბიერ ჯორჯია“ მსოფლიოში წამყვანი ლუდის ბრენდის, „ჰაინეკენი®“-ს (Heineken®) ლიცენზირებული პარტნიორია რეგიონში. შესაბამისად, კომპანია სრულად იზიარებს „Heineken®“-ის სტანდარტებს და სოციალურ პასუხისმგებლობას. კომპანია, „გლობალ ბიერ ჯორჯია“ ლუდის წარმოებისას იყენებს „Heineken®“-ის ხარისხის მართვის სტანდარტებს და ნიმუშების სავალდებულო ტესტირებებს. სწორედ, „Heineken®“-ის საერთაშორისო ხარისხის პროცედურების მიხედვით ტარდება, კომპლექსური ხარისხის კონტროლი, წარმოების თითოეულ ეტაპზე, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის მაღალ ხარისხს.

„ჩვენი ჯგუფი 10 წელზე მეტია ლუდი „Heineken®“-ის  ოფიციალური იმპორტიორი და დისტრიბუტორია საქართველოში. გასული წლების განმავლობაში, დავაგროვეთ დიდი გამოცდილება ჩვენს უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობისას, 2015 წელს კი „Heineken®“-ის  ლიცენზირებული პარტნიორი გავხდით მთელს რეგიონში. „გლობალ ბიერ ჯორჯია“-ს მიზანია, ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა, შესაბამისად მაღალტექნოლოგიური წარმოების დანერგვა. მნიშვნელოვანია, როდესაც გყავს ისეთი საერთაშორისო პარტნიორი როგორიც „Heineken®“-ია, რადგან სწორედ მათი გამოცდილება, სტანდარტები და ტექნოლოგიები, გახდა საფუძველი, გვეწარმოებინა ქართული ლუდი- „აისი“ – განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა შოთა ხობელიამ.

 

 

(Visited 79 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*