ე​ვროპარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეზე რეზოლუცია – “აფგან მუხტარლის საქმე და აზერბაიჯანში პრესის მდგომარეობა” – მიიღო. 16-პუნქტიანი დოკუმენტის პირველი 4 პუნქტი საქართველოს ეხება. რეზოლუციის პროექტში საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარება გატაცებადაა შეფასებული.

რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი გმობს საქართველოდან აფგან მუხტარლის გატაცებისა და მისი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაკავების ფაქტს. ევროპარლამენტი მუხტარლის გასამართლებას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად აფასებს.

საქართველოსთან მიმართებაში, რეზოლუციაში წერია, რომ საქართველო, როგორც ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის წევრი ქვეყანა, ვალდებულია, რომ ქვეყნის ტეროტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის შექმნას უსაფრთხოების გარანტია, რათა არ მოხდეს აზერბაიჯანში მათ იძულებით დაბრუნება. რეზოლოციაში ასევე წერია, რომ აზერბაიჯანელებს საქართველოში ცხოვრებისთვის საჭირო დოკუმენტების ვადის გაგრძელებაზე ხშირად ეუბნებიან უარს.

მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციის ტექსტში შესულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომელიც მან მუხტარლის საქართველოდან გაუჩინარებისა და აზერბაიჯანში დაკავებიდან რამდენიმე დღეში გააკეთა. პრეზიდენტი მაშინ აცხადებდა, რომ ამ ფაქტით სახელმწიფოს სუვერენიტეტის წინაშე დიდი გამოწვევა დადგა.

რეზოლუციაში წერია, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ამ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდებს, რომელიც გაჭვირვალედ და ეფექტიანად უნდა წარიმართოს, რათა დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ.

ამასთან წერია, რომ საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია დაიცვას ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა ქვეყნის მოქალაქეები და პირები, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში, მათი საქმიანობის გამო შეიძლება გაასამართლონ.

რეზოლუციაში ევროპარლამენტი აზერბაიჯანს აფგან მუხტარლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

 

(Visited 55 times, 1 visits today)

კომენტარები