„შენობა გაიყიდა კერძო მესაკუთრეზე, შემდეგ გადაიყიდა და ეხლა „ემ კვადრატის“ საკუთრებაშია, რომელიც ამ შენობას უბრალოდ ანგრევს, ამას არ ჰქვია კონსერვაცია, ან დაშლა- აღდგენის მეთოდი“. მელიქიშვილის 10 ნომერში, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ადგილას კომპანია „ემ კვადრატი“ მრავალფუნქციური შენობის აშენებას გეგმავს. ისტორიული შენობის და მისი არქიტექტურის მნიშვნელობაზე ხელოვნებათმცდონე ცირა ელისაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა „რეალური სივრცის“ ეთერში ისაუბრა.

„შენობას იურიდიულად, სამართლებრივად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ეს შენობა მნიშვნელოვანია თბილისის და მელიქიშვილის განაშენიანებისთვის. ის ქუჩისთვის დამახასიათებელი, ქართული სტილით არის ნაშენები, კონსტრუქტივიზმი და ქართული ხუროთმოძღვრების სინთეზით საზოგადოებას ვთავაზობთ ახალს.

ამ შენობას აქვს ტრაგიკული ისტორია, თავის დროზე გამორჩათ და სტატუსის მინიჭება ვერ მოხერხდა. ჩვენ წარვადგინეთ დოკუმენტაცია მერიაში, კულტურის სამინისტროში, რომ მელიქიშვილის 10 ნომერში მდებარე შენობას სტატუსი ჰქონოდა, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია. ეს თემა დღემდე ჰაერში არის გამოკიდებული. არგუმენტირებულად ვერ ვიგებთ რატომ შეიძლება არ მიენიჭოს სტატუსი ამ შენობას.

ამ ადგილას აშენდება ახალი შენობა,რომელსაც მსგავსი ფასადი ექნება, მაგრამ მას კავშირი ქუჩის იერსახესთან აღარ ექნება. მას საფუძველი არ ექნება,რომ ისტორიული სტატუსის მინიჭება მოვითხოვოთ. კულტურული მემკვიდრეობა ვერ გახდა პრიორიტეტი მაშინ,როდესაც ამდენი პრობლემაა გარშემო. მალე არ გვექნება არაფერი სანახავი თბილისში, თუ ასე მიზანმიმართულად დავკარგავთ ქალაქს“, – განაცხადა ცირა ელისაშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 65 times, 7 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*