„მივესალმებოდი, თუ გამოძიებაში ჩაერთვებოდა პროკურატურა. საზღვრის დაცვაზე შსს არის პასუხისმგებელი და ეს დამოუკიდებლობას შესძენდა პროცესს“. აფგან მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

„ეს რეზოლუცია არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ევროპარლამენტის პოზიციები არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. მათი მხრიდან მართლაც არის მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლების მიმართ,რომ რაც შეიძლება სწრაფად, ეფექტურად, დროულად გამოიძიოს ეს საქმე,რომლის ნაწილიც უკავშირდება საქართველოს. ბუნებრივია, არის კითხვის ნიშნები თუ რა მოხდა რეალურად. რეზოლუციის ტექსტით ევროპარლამენტი მიესალმება,რომ საქართველოში მიმდინარეობს აქტიური გამოძიება და მოგვიწოდებს,რომ შედეგები ხალხისთვის იყოს ცნობილი, მტკიცებულებები გახდეს საჯარო.

უნდა დაველოდოთ გამოძიებას,  მესმის,რომ ეს არ არის ის, რაც გვიხარია რომ გვესმის. მეც მიჩნდება კითხვები ხომ არ არის პროცესი გაჭიანურებული. ამ შემთხვევაში ეს კითხვა არ გამიჩნდა,რადგან საქმე არის ძალიან რთული. არის ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნა, თუმცა საპარლამენტო კონტროლისთვის სხვა ბერკეტებიც არსებობს“ , – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 15 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*