„შენების მოძრაობა“- ასე ჰქვია დავით უსუფაშვილის ახალ პარტიას, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.

პოლიტიკური მოძრაობის ინიციატორთა შორის არიან სხვადასხვა დარგის გამოცდილი სპეციალისტები, საჯარო მოხელეები, პოლიტიკოსები, ახალი თაობის ქართველი ბიზნესმენები.

უსუფაშვილის თქმით, „შენების მოძრაობა“ თანამონაწილეობაზე დაფუძნებული, ფართო საზოგადოებრივი სპექტრის მომცველი, ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა იქნება, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პოლიტიკაში ახალი თაობის, ახლებური აზროვნების, თავიანთ სფეროებში წარმატებული პროფესიონალების მოსვლას და დამკვიდრებას.

ახალ პოლიტიკურ გუნდში მერის ყოფილი მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, მოჭადრაკე ნინო გურიელი და ეროვნული ფორუმის ყოფილი თავმჯდომარე კახა შარტავა გაწევრიანდებიან. ასევე გუნდში იქნებიან „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრები ვახტაგ ხმალაძე და ფრიდონ საყვარელიძე.

ღონისძიებაზე სადამფუძნებლო პრინციპების პრეზენტაციაც გაიმართა. ახალმა პარტიამ თავისი დეკლარაციაც გამოაქვეყნა.

უსუფაშვილმა პარტიის ლოზუნგად შემდეგი ფრაზა დაასახელა: „რაც კარგია, ვუვლით, რაც ცუდია, ვცვლით, რაც გვაკლია, ვქმნით”

(Visited 62 times, 1 visits today)

კომენტარები