„ევროპარლამენტის რეზოლუცია საქმეში ცვლის იმას, რომ უკვე კითხვის ნიშნები აღარ იქნება, რეზოლუციის მერე გაქრა ეჭვები და ეს ნიშნავს საერთაშორისო დონეზე აღიარებას,რომ აქამდე ეფექტური გამოძიება არ მიმდინარეობს“. ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„ეს რეზოლუცია ქვეყნისთვის ამ საქმის მნიშვნელობის შეხსენებაა. ამ საქმის გამოძიებაზე და შედეგებზე იქნება დამოკიდებული ევროინტეგრაციის არაერთი დეტალი. იმედი მაქვს,რომ რეზოლუციას ელექტროშოკის ეფექტი ექნება და ახლა მაინც დაიწყება ეფექტური გამოძიება.

ამ ხნის განმავლობაში პოლიტიკოსები მიგვითითებდნენ,რომ მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედება, დაკითხულია ბევრი  მოწმე, მაგრამ როდესაც საქმეს გავეცანი აღმოჩნდა,რომ შემთხვევის ადგილიც კი არ არის დათვალიერებული, არ არის ამოღებული ვიდეოჩანაწერები და არ მომხდარა მათი ანალიტიკური დამუშავება, დღემდე მუხთარლის არ აქვს დაზარალებულის სტატუსი.

ასეთ პირობებში ეს 200 მოწმის ყბადაღებული თემა უბრალოდ არის ჩვენებები, მათ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ საქმეზე, მათ დაკითხვაზე დახარჯული დრო და რესურსი არის ფუჭი. გამოძიება უბრალოდ აგროვებს ამ ჩვენებებს,რომ არ ჩატარდეს კონკრეტული გამოძიება“ , – განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვლმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 35 times, 1 visits today)

კომენტარები