დავით უსუფაშვილს არაფერი ახალი დღეს არ უთქვამს, ამიტომ შესაფასებელიც არაფერია, -ამის შესახებ “რესბუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილის მიერ “შენების მოძრაობის” დაფუძნების საკითხის შეფასებისას განუცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორ აფასებს უსუფაშვილის მიერ შექმნილ მოძრაობას, სამნიძემ აღნიშნა, რომ “უსუფაშვილს პარტია არ შეუქმნია“.

„პარტია არ შეუქმნია და ახალი არაფერი უთქვამს. შესაბამისად შესაფასებელი არაფერია”, – აღნიშნა სამნიძემ.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და საინიციატივო ჯგუფის წევრთა ერთმა ნაწილმა “შენების მოძრაობის” პრეზენტაცია გამართა.

პოლიტიკური მოძრაობის ინიციატორთა შორის არიან სხვადასხვა დარგის გამოცდილი სპეციალისტები, საჯარო მოხელეები, პოლიტიკოსები, ახალი თაობის ქართველი ბიზნესმენები. ღონისძიებაზე სადამფუძნებლო პრინციპების პრეზენტაციაც გაიმართა.

(Visited 29 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*