16 საათის წინ
დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს
16 საათის წინ
“2012 -ზე ქვემოთ დავბრუნდით, ქართულ პოლიტიკაში გახშირებული ნაღმებია” – ვახტანგ ძაბირაძე
16 საათის წინ
საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება
16 საათის წინ
“უცნაურია, როდესაც უშიშროების საბჭოს წევრი საუბრობს საბჭოს ნულოვან ეფექტურობაზე” – დავით რაქვიაშვილი
16 საათის წინ
ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პრემიერად და ანტიკრიზისული მთავრობა შექმნას – გია ხუხაშვილი

18-19 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ლუქსემბურგს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის სიტყვით გამოსვლა.

მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან. ლუქსემბურგის აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა საქმიანი საუზმის ფორმატში, რა დროსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კოლეგებს გააცნობს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს. მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე დაესწრება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინის სახელით გამართულ ვახშამს.​

(Visited 10 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*