შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, საინფორმაციო ბუკლეტები მოამზადა.

მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქალაქებსა და რეგიონებში, მძღოლებსა და ქვეითებს საინფორმაციო ფლაერებს ურიგებენ.

ბუკლეტებში საქართველოში მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა სისტემასა და უკონტაქტო პატრულირებაზე, ასევე, ბავშვთა ტრანსპორტით გადაყვანის უსაფრთხოების წესების გამკაცრებასა და სხვა საკანონმდებლო სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაციია მოცემული.

საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში 2017 წლის 1 ივლისიდან შევა.

(Visited 26 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*