„ვენეციის კომისია არ თვლის,რომ პრეზიდენტის ირიბი არჩევის წესი აუცილებელია და არც ეწინააღმდეგება ამას. ჩვენ ვთვლით, რომ ეს სისტემა ძალაში უნდა შევიდეს არა დაუყოვნებლივ, ან შემდეგ წელს, არამედ 2023 წლიდან. ეს გამორიცხავს,რომ მსგავსი ცვლილება რომელიმე კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ იყოს მიმართული“.  ამის შესახებ ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტმა „იბერიასთან“ ქსკლუზიურ ინტერვიუში, გადაცემა „პანორამას“ ეთერში ისაუბრა.

„ცვლილებების მიზანია,რომ საქართველოს ჰქონდეს გამართული საპარლამენტო სისტემა. ამიტომ სავსებით ნორმალურია ის ფაქტი,რომ პრეზიდენტი პირდაპირ ხალხმა არ აირჩიოს. ასეთ შემთხვევაში ხშირად პრეზიდენტი საკუთარ პოლიტიკურ კამპანიას აწარმოებს და ეს გამორიცხავს ნეიტრალურობას.

ჩვენ მხოლოდ გიზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს დოკუმენტზე, ამ საკითზე კომპრომისი საქართველოში უნდა იქნას მიღწეული. ჩვენი შეფასება დადებითია, კმაყოფილი ვართ თანამშრომლობის ხარისხით და ვფიქრობთ, რომ განახლებული კონსტიტუცია წინ გადადგმული ნაბიჯია ფუნქციონირებადი საპარლამენტო სისტემისა და ეფექტური მმართველობისკენ. ჩვენი ზოგადი შეფასება პოზიტიურია.

არანაირ ზეწოლას და შანტაჟს ადგილი არ ჰქონია. ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, იქნებოდა ეს პარლამენტის თავმჯდომარე თუ პრეზიდენტი, ყოველთვის პროდუქტიული და კორექტული იყო. იმაზე, თუ საიდან გაჟონა წინასწარი დასკვნის დოკუმენტმა, ვერაფერს გეტყვით. ჩვენ დოკუმენტი ყველა ჩართულ მხარეს გავუგზავნეთ, მათ შორის პრეზიდენტს და საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენელს სტრასბურგში.

საქართველომ უნდა შექმნას სენატის მეორე პალატა და ამისთვის არ დაელოდოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას ქვეყანაში. ასევე არსებობს შეკითხვები  მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ განვიხილავთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხს“ , – განაცხადა თომას მარკერტმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 26 times, 1 visits today)

კომენტარები