დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბიჩნიგარში ხილისა და კენკრის საშრობი საწარმო გაიხსნა. შპს „იბერია ფრუტსი“  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტორსა და USAID-ის მხარდაჭერით აშენდა.  როგორც კომპანიაში „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას აცხადებენ, საწარმო ძირითადად კენკროვან ხილს გადაამუშავებს. საწარმოში მაჟალოს, ასკილისა და სხვა კენკროვანი ხილის ჩირები იქმნება.

იმის მიუხედავად რომ კომპანია სულ რამდენიმე თვეა რაც გაიხსნა, საკმაოდ წარმატებით ფუნქციონირებს როგორც რეგიონში. პროდუქციის გატანა კი მხოლოდ ექსპორტზე ხდება.

როგორც  განმარტავენ წელს კომპანია გერმანიაში 100 ტონა კენკრის ჩირს გაიტანს.

„გერმანიაში გაგზავნილი პროდუქცია ნახევარფაბრიკატია, ამიტომ მას ხელახლა კიდევ ესაჭიროება გადამუშავება. საწარმოში იქმნება ქაცვის, მოცვის, ასკილისა და ვაშლის ჩირები და სამკურნალო მცენარეები.“

საწარმო 2016 წლის სექტემბერში გაიხსნა . როგორც აცხადებენ მაშინვე მოახერხა 18 ტონამდე ჩირის გაგზავნა გერმანიაში.

მიუხედავად იმისა, რომ საწარმო დუშეთში მდებარეობს, ნედლეულის მოპოვება მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება ადგილობრივი მოსახლეობისგან.“

კომპანია უახლოეს მომავალში კვლავ გეგმავს წარმოების გაფართოებას.

მარიამ ლეკიაშვილი

(Visited 29 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*