მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 37 სოფელი დაემატება და მომავალი წლიდან შესაბამისი სოციალური შეღავათებით კიდევ 7000-მდე მოსახლე ისარგებლებს– 37 სოფლისთვის მთიანიდასახლების სტატუსის მინიჭების შუამდგომლობა დღეს მთის განვითარების ეროვნულმასაბჭომ მოიწონა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გამართულსხდომაზე საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს 3700 დასახლებიდან,მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1678 დასახლებას, დაახლოებით 45%-ს.
საბჭომ იმსჯელა და მოიწონა დასახლებისთვის მაღამთიანის სტატუსის მინიჭების მიზნითშემოსული 28 შუამდგომლობა, რომელიც საბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.სხდომის მონაწილეებმა ასევე მხარი დაუჭირეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჭახელისხეობის 9 სოფლისთვის სტატუსის მინიჭების შუამდგომლობას.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მაღალმთიანდასახლების სტატუსი ენიჭება დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ანმის ზევით მდებარეობს. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ასევე ენიჭებათსაქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში შემავალ დასახლებებს მათიჰიფსომეტრიული სიმაღლის მიუხედავად.
მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მორიგ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებებიდასამტკიცებლად საქართველოს მთავრობის სხდომას წარედგინება.