16 საათის წინ
დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს
16 საათის წინ
“2012 -ზე ქვემოთ დავბრუნდით, ქართულ პოლიტიკაში გახშირებული ნაღმებია” – ვახტანგ ძაბირაძე
16 საათის წინ
საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება
16 საათის წინ
“უცნაურია, როდესაც უშიშროების საბჭოს წევრი საუბრობს საბჭოს ნულოვან ეფექტურობაზე” – დავით რაქვიაშვილი
16 საათის წინ
ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პრემიერად და ანტიკრიზისული მთავრობა შექმნას – გია ხუხაშვილი

19.06.2017, ჟენევა – ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდი 2017 წლის 20-21 ივნისს გაიმართება.

მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხები იქნება რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება და შესრულება, მის უზრუნველსაყოფად ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ასევე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში.

მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაცია დააყენებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პერმანენტულ დარღვევას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯებსა და მილიტარიზაციის გაგრძელებას. განსაკუთრებული ყურადღების საგანი იქნება საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები, მავთულხლართების აღმართვისა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარული შედეგები.

საქართველოს დელეგაცია მწვავედ დასვამს გიგა ოთხოზორიას მკვლელის, რაშიდ კანჯი-ოღლის, მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის აუცილებლობას, როგორც დაუსჯელობის სინდრომისა და ეთნიკურ საფუძველზე დისკრიმინაციის აღკვეთის მნიშვნელოვან ფაქტორს.  ჟენევის მოლაპარაკებებსა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში საქართველოს კონსტრუქციული თანამშრომლობის პასუხად, საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება, ხელი დააფარონ მკვლელს, ნეგატიურად აისახება სამშვიდობო პროცესებზე.

საქართველოს დელეგაცია იმედოვნებს, რომ რუსეთის ფედერაცია გამოიჩენს პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას მოლაპარაკებების პროცესის მიმართ და არსებით მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ სამუშაო ჯგუფებში.

საქართველოს დელეგაცია, თავის მხრივ, კვლავ ადასტურებს მზადყოფნას მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობისთვის.

(Visited 5 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*