“ჩვენ ამიერიდან სატელევიზიო ეკრანი აღარ გაგვყოფს. მე მივიღე გადაწყვეტილება და მივდივარ პოლიტიკაში,” – “კურიერის” წამყვანი ზაალ უდუმაშვილი მაყურებელს დაემშვიდობა.

„ეს არის ჩემი ბოლო მიმართვა მაყურებლისადმი, როგორც „კურიერის“ წამყვანის. დღეს მე 25- წლიან სატელევიზიო კარიერას ვასრულებს. ჩვენ ამიერიდან სატელევიზიო ეკრანი აღარ გაგვყოფს. მე მივიღე გადაწყვეტილება და მივდივარ პოლიტიკაში. როგორც ჟურნალისტი, მთელი ამ წლების განმავლობაში მე თქვენი ყოველდღიური სტუმარი ვიყავი და გაწვდიდით ინფორმაციას ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თუმცა, ახლა ვთვლი, რომ დადგა დრო, როდესაც თავად უნდა გავხდე აქტიური პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე და ჩემი წვლილი შევიტანო იმ ბრძოლაში, რომელიც ქვეყანაში ტოტალურ განუკითხაობას და ერთი კაცის მმართველობას დაასრულებს. ბრძოლის გამოცდილება ნამდვილად მაქვს. გავიარე ძალიან საინტერესო წლები, როგორც ჟურნალისტმა და შევიძინე უზარმაზარი გამოცდილება, თუ როგორ ვებრძოლო უსამართლობას. მე “რუსთავი 2”-ის გუნდთან და თქვენთან ერთად ერთხელ უკვე გავიმარჯვე ამ ხელისუფლებასთან უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა ქვეყანას მთავარი ბრძოლა წინ აქვს და მე ვაპირებ თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ გავიმარჯვო ამ ბრძოლაში და ამჯერად თბილისის მერის არჩევნებში დავამარცხო ივანიშვილის კორუმპირებული და ანტიდემოკრატიული რეჟიმი. ბოლოს მინდა მადლობა ვუთხრა ყველა “რუსთავი 2″-ელს იმ წლებისთვის, რომელიც აქ გავატარე. უდიდესი მადლობა თქვენ, რომლის თანადგომასაც ამ წლების განმავლობაში ვგრძნობდი. მე თქვენთვის ვმუშაობდი, როგორც ჟურნალისტი და თქვენს სამსახურში ვიქნები მომავალშიც, პოლიტიკაში”, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა 9 საათიანი “კურიერის” დასრულების შემდეგ.

(Visited 15 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*