16 საათის წინ
დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს
16 საათის წინ
“2012 -ზე ქვემოთ დავბრუნდით, ქართულ პოლიტიკაში გახშირებული ნაღმებია” – ვახტანგ ძაბირაძე
16 საათის წინ
საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება
17 საათის წინ
“უცნაურია, როდესაც უშიშროების საბჭოს წევრი საუბრობს საბჭოს ნულოვან ეფექტურობაზე” – დავით რაქვიაშვილი
17 საათის წინ
ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პრემიერად და ანტიკრიზისული მთავრობა შექმნას – გია ხუხაშვილი

„ამ საკითხზე მსჯელობა დაგვიანებულია. კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე შეიძლება გვესაუბრა მაშინ,როდესაც პირველ სახელმწიფოს ვაყალიბებდით, 1918-21 წლებში“. ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა კოტე ჩოკორაიამ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

„დღეს,როდესაც გვაქვს მეორე რესპუბლიკა, დამოუკიდებელი რესპუბლიკური  მმართველობის გამოცდილება, მონარქიის აღდგენა დაგვიანებული პროცესია. ნებისმიერი პოლიტიკური ინსტიტუტი უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ ამოცანას, ეს არის ძალთა ბალანსი, ძალაუფლების გადანაწილება. სადაც არ არის ძლიერი პოლიტიკური პარტიები, ორპალატიანი პარლამენტი, კიდევ გაუგებარი ინსტიტუტის შემოტანა,რომელიც მხოლოდ ფორმალურ ხასიათს შეიძენს, არასწორია.

პრეზიდენტის ირიბი არჩევის წესით, ძლიერი იქნება საპარლამენტო ხელისუფლება,რომელიც დააკომპლექტებს მთავრობას, შემდეგ სასამართლო ხელისუფლებას და შეიქმნება ერთპიროვნული ძალაუფლების რისკები. მონარქიის შემთხვევაში არ გვეყოლება სახელმწიფოს მეთაურის ინსტიტუტი. არ მგონია რომ დღეს ასეთი ნაბიჯების გადადგმა იყოს სწორი. არამგონია თეოკრატიის საფრთხე იყოს, მაგრამ მეტი დატვირთვა ექნება ეკლესიას სახელმწიფოს ცხოვრებაში. ეს სისტემა დამაზარალებელი იქნება როგორც ეკლესიის, ასევე სახელმწიფოსთვის“ , – განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 8 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*