დონალდ ტრამპის ახალი გადაწყვეტილება ბარაკ ობამას დროს მიღებული კანონის გაუქმებას ეხება. ტრამპის ადმინისტრაციამ არალეგალების საკითხში მათი თქმით, ერთერთი მნიშვნელოვანი პრობლემა წინ წამოწია და მის მოსაგვარებლად კანონირომლის თანახმადაც, მილიონობით არალეგალს, რომლის შვილიც აშშში იყო დაბადებული, ქვეყანაში იმ დრომდე დარჩენის უფლებას აძლევდა, სანამ ბავშვი სრულწლოვანი გახდებოდა, გააუქმა.

თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს კანონი ფაქტობრივად არც ამოქმედებულა, ვინაიდან ფედერალურმა სასამართლომ არ გასცა შესაბამისი დადგენილება, რაც განპირობებული იყო სარჩელით, რომელიც 26-მა შტატმა ტეხასის ფედერალურ სასამართლოში შეიტანა.

2014 წელს ობამას ადმინასტრაციის შემუშავებული კანონი დაახლოებით 4 მილიონ ადამიანს უნდა შეეხებოდა. ფედერალურმა სასამართლომ 26 შტატის  სარჩელი დააკმაყოფილა.

ივნისის დასაწყისში, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებას დატოვებს. თარიღი ჯერჯერობით უცნობიათუმცა ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი იმედოვნებენ ფორმალური პროცესის დროულ დამთავრებას.

ტრამპის თქმით, შეთანხმება არასამართლიანია აშშ-სა და ამერიკელ გადასახადების გადამხდელებთან მიმართებით. “პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებიდან გავდივართ, თუმცა შევეცდებით მოვილაპარაკოთ და მივაღწიოთ სამართლიან შეთანხმებას. თუ ეს შევძელით ძალიან კარგი იქნება, თუ ვერ – არაუშავს”, – აღნიშნა  ტრამპმა.

აშშ-ს ამ შეთანხმების მიხედვით, 2025 წლისთვის, სასათბურე გაზის ნარჩენებს უნდა შეემცირებინა და 2005 წლის მაჩვენებლამდე დაეყვანა. შემცირების პროცესი ამ ეტაპზე შემწყდარია.

პარიზის შეთანხმება ითვალისწინებს გლობალური ტემპერატურის შენარჩუნებას არაუმეტეს 2 გრადუსისა, მეცნიერების აზრით, ამ ნიშნულიზე მაღალი მაჩვენებელი  გარემოს განადგურებას გამოიწვევს.

ნათია კეკენაძე

 

(Visited 217 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*