16 საათის წინ
დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს
16 საათის წინ
“2012 -ზე ქვემოთ დავბრუნდით, ქართულ პოლიტიკაში გახშირებული ნაღმებია” – ვახტანგ ძაბირაძე
16 საათის წინ
საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება
16 საათის წინ
“უცნაურია, როდესაც უშიშროების საბჭოს წევრი საუბრობს საბჭოს ნულოვან ეფექტურობაზე” – დავით რაქვიაშვილი
16 საათის წინ
ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პრემიერად და ანტიკრიზისული მთავრობა შექმნას – გია ხუხაშვილი

„მეფე ყოველთვის იყო ერთიანობის სიმბოლო და ეს ფუნქცია უნდა შეასრულოს ახლანდელმა მონარქმა. არამგონია,რომ მონარქის შენახვა დაჯდეს უფრო ძვირი,ვიდრე პრეზიდენტის ინსტიტუტის შენახვა“. ამის შესახებ ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა, „ტვ პირველზე“, გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.

„დღეს საჭიროა, ასე არ დგას საკითხი, ქვეყანაში სრული თანხმობაც რომ იყოს კონსტიტუციურ მონარქიაზე, ეს არ ნიშნავს,რომ ხვალვე შეგვიძლია გადავიდეთ ამ სისტემაზე. მომზადება და დრო გვჭირდება. მონარქი,რომელიც ამ მოვალეობას შეასრულებს, უნდა გაიზარდოს ჯერ და მოემზადოს,რომ შეძლოს ამ მოვალეობის შესრულება.

ამ თემის ახლა წამოწევა არ ნიშნავს რუსულ პროექტს, რა მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის, ვინ შეასრულებს მის დაკვეთას, პრეზიდენტი თუ მონარქი. ამით რატომ მოიპოვებს რუსეთი მეტ გავლენას, მეტ პოლიტიკურ უფლებებს? ჩვენი მონარქი რომ ყოფილიყო რუსეთის მონარქის ქვეშევრდომი, ან მასზე დაბალი თავისი წარმომავლობით, გვარიშვილობით, კიდევ შეიძლება გვეფიქრა.

ისტორიულად, 1466 წელს სამეფოებად დაიშალა საქართველო, მაგრამ მონარქის ინსტიტუტი არსებობდა, არა ერთიანი სახელმწიფოს პირობებში. უტრირება ხდება, ეს საკითხი დღეს ან ხვალ არ დგას. ვენეციის კომისიასთან არც საბოდიშო გვაქვს არაფერი და არც ასახსნელი. ეს არის მომავლის საქმე და პატრიარქმაც მომავალზე თქვა“ , – განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა

მანანა ღოღობერიძე

(Visited 148 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*