სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის უფროსმა, დავით ჩიჩუამ ღვინის ეროვნულ სააგენტოში იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო. სხვადასხვა რეგიონის 12 თეთრი ღვინის ნიმუში, გემოვნური თვისებებით, ქიმიური მახასიათებლებითა და მოსავლიანობის პარამეტრებით შეაფასეს.

კერძო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, მსგავსი დეგუსტაციები ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების პოპულარიზაციას და  სამრეწველო ბაზარზე დაბრუნებას უწყობს ხელს.

დეგუსტაციის დროს რამდენიმე პერსპექტიული ჯიში გამოვლინდა, ესენია: კუნძა და კაპისტონი (იმერეთი), მესხური მწვანე (მესხეთი), რაჭული მცვივანი (რაჭა), კახური მცვივანი (კახეთი).

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე ვაზის იშვიათი ჯიშების მოძიება-აღდგენის პარალელურად, პერსპექტიული ჯიშებისგან ღვინის დაყენებას და კვლევას ახორციელებს.

(Visited 26 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*