საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ეკატერინა ზახარიევასთან. შეხვედრა ლუქსემბურგში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტის გათვალისიწნებით პროექტის  შედეგებსა და სამომავლო შესაძლებლობებზე. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბულგარეთს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარადჭერისთვის, თავის მხრივ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს შთამბეჭდავი წინსვლა.

მინისტრებმა აღნიშნეს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში მიმდინარე აქტიური თანამშრომლობა. მათ შორის კმაყოფილებით აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, რომლის თანახმადაც ბულგარეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ირიცხება. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოსა და ბულგარეთის თანამშრომლობას სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საკითხში.

მინისტრებმა ქვეყნებს მიულოცეს წარმატებული დიპლომატიური ურთიერთობის საიუბილეო თარიღი და შეთანხმდნენ საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის თანამშრომლობის შემდგომ ინტენსიფიკაციაზე.

(Visited 6 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*