საქართველოს ეროვნული ბანკისა და ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ორგანიზებით, 19-21 ივნისს, სასტუმრო “თბილისი-მარიოტში” საერთაშორისო კონფერენცია “მონაცემთა ხარისხის ზედამხედველობა” გაიხსნა. შეხვედრის მთავარი მიზანი ფინანსური რისკების მონაცემთა გაერთიანებისა და რისკებზე დაფუძნებული ანგარიშგების პრინციპების განხილვაა.

შეხვედრაში ევროპისა და კავკასიის რეგიონის 11 ქვეყნის – ნიდერლანდების, ავსტრიის, უნგრეთის, ლატვიის, მაკედონიის, მოლდოვის, თურქეთის, ალბანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბოსნია და ჰერცოგოვინას ცენტრალური ბანკისა და საფინანსო საზედამხედველო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გახსნა, რომელმაც თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ფინანსური ინსტიტუტების ეფექტურ ზედამხედველობაზე:

“მოგეხსენებათ, ფინანსური ინსტიტუტების ეფექტური ზედამხედველობა ინფორმაციის სიზუსტესა და სანდოობაზე არის დამოკიდებული. გლობალური თვალსაზრისით, ზედამხედველები კომერციული ბანკებისგან აქტიურად მოითხოვენ მათი ოპერაციების მთავარი რისკების შეჯამებას და გაანალიზებას. ამ მხრივ, საინფორმაციო ტექნოლოგიები და დაკავშირებული მართვის საინფორმაციო სისტემები მხარდამჭერ როლს თამაშობენ. ასევე, ფინანსური ინსტიტუტებისათვის აუცილებელია არსებობდეს ერთიანი მიდგომა სხვადასხვა ფინანსური რისკების ეფექტურად სამართავად, რაც თავის მხრივ გულისხმობს ჰარმონიულ კომუნიკაციას ორგანიზაციის ბიზნეს და საინფორმაციო ტექნოლოგიურ მხარეს შორის.

მინდა ხაზი გავუსვა, ფინანსურ ინსტიტუტებსა და ზედამხედველობას შორის აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ კომერციული ბანკების გარდა, საქართველოს ეროვნულმა ბაკმა ახლახან დაიწყო ფინანსური მონაცემების ხარისხის  შეფასება და შესაბამისი ანგარიშგების პროცესის შესწავლა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

“პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ ბანკს კონფერენციის ორგანიზებისათვის. ევროპული და მსოფლიოს ცენტრალური ბანკები დამოკიდებულნი ვართ მონაცემთა ანალიზზე. ამ საკითხის მნიშვნელობას ამყარებს ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტის მიერ შემუშავებულული დოკუმენტი სახელწოდებით BCBS-239, რომელიც მიზნად ისახავს საფინანსო ორგანიზაციებში რისკებთან დაკავშირებული მონაცემების გაერთიანებისა და ანგარიშგების პროცესების ეფექტიან მართვას. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება დისკუსია და 11 ქვეყნის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი ერთმანეთს მონაცემთა ხარისხის ზედამხედველობის კუთხით არსებულ გამოცდილებას გაუზიარებს”,  – განაცხადა ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის საზედამხედველო მიმართულების ხელმძღვანელმა, ევერტ კონინგმა.

კონფერენციაზე სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტის მიერ, 2013 წლის იანვარს შემუშავებულ დოკუმენტზე, რომელიც მიზნად ისახავს საფინანსო ორგანიზაციებში რისკებთან დაკავშირებული მონაცემების გაერთიანებასა და ანგარიშგების პროცესების ეფექტიან მართვას.

მონაწილეებმა ასევე განიხილეს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკისა და საბანკო საზედამხედველო ორგანიზაციის მიდგომები, მონაცემთა ხარისხის მართვასთან დაკავშირებით. ასევე, ბიზნეს უწყვეტობის მართვა და სხვა საოპერაციო რისკები რაც უშუალოდ მონაცემების დამუშავებასა და ანგარიშგების პროცესს უკავშირდება.

(Visited 13 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*