„კონსტიტუციური მონარქია საინტერესო მოდელად მიმაჩნია, მაგრამ არ ვიცი რამდენად რეალური იქნება საქართველოსთვის.ჩვენ შეიძლება, ჩუმი ავტორიტარიზმის მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ და ხვალ, ზეგ დამაბალანსებელი ინსტრუმენტებიც არ არსებობდეს“.ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა.

„ჩვენ შეიძლება მივიღოთ მოდელი, რომელიც საფრთხეს უქმნის პოლიტიკის წარმოებას საქართველოში.არ მახსენდება ოდნავ მკვეთრი და მკაფიო განცხადებები პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან იმ ძალიან მნიშველოვან, სკანდალურ საკითხებზე,რომლებიც ჩვენი ქვეყნის იმიჯსაც აზიანებს და სახელმწიფოებრიობასაც. უხერხულია ასეთ დროს ლაპარაკი იმაზე,რომ პრეზიდენტს თურმე რაღაცის შეეშინდა.

პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო პერიოდის გამოსვლები ტოვებს მძიმე შთაბეჭდილებას. მთელი ამ ხნის განმავლობაში ირაკლი კობახიძისგან ვისმენთ შეურაცხყოფას, ცილისწამებას, აბსოლუტურად უსაგნო პოლემიკას, მათ შორის, კონსტიტუციის საკითხებთან დაკავშირებით. იყო ლაპარაკი, თითქოს, ტყუილები, თითქოს შიში და ა.შ. ძალიან კომიკურია ასეთ თემებზე საუბარი მარგველაშვილთან მიმართებაში.

სამწუხაროა იმის მოსმენა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, განსხვავებული აზრი არის მტრობა და მიუღებელი. დესტრუქცია ჰგონია პრეზიდენტის ოპოზიციასთან თანამშრომლობა. კონსენსუსი ჰგონია ის, რომ მხოლოდ მისი ან მმართველი პარტიის წარმომადგენელთა აზრზე უნდა ხდებოდეს თანხვედრა, აზრის კონსოლიდაცია და არაფრით არ შეიძლება, რომ შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას სხვისი აზრისკენ“ , – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 10 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*