„მე ამიტომ მინდოდა, დამჯდარიყო პრეზიდენტი ჩვენთან ერთად, სამნი დავმსხდარიყავით ეთერში და ერთად გვესაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ რა იზღუდება და რა არ იზღუდება. საზოგადოება დარწმუნდებოდა,რომ პრეზიდენტი ტყუის ყველა სიტყვაში“. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა.

„სხვა სიტყვა არც შეიძლება გამოიყენო, არის ჩვეულებრივი ტყუილი,მათ შორის უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით.დღეს მე ვარ თვითონ წევრი უშიშროების საბჭოსი, არის აბსოლუტურად არაქმედითი ორგანო და ამას აქვს თავისი მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ აბსოლუტურად არის მოწყვეტილი კონსტიტუციურ ჩარჩოს. თავდაცვა არის მთავრობის კომპეტენცია. საბჭო რჩევას აძლევს პრეზიდენტს იმ საკითხებზე,რომლებიც არის მთავრობის გამგებლობის ქვეშ. ეს არის უმარტივესი ნონსენსი.

პრეზიდენტი ოთხი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა კომისიის მუშაობაში, რომელ კონსენსუსზე გველაპარაკება? ყოველგვარი საფუძვლის გარეშე იღებს აბსოლუტურად არასერიოზულ გადაწყვეტილებას ადამიანი, რომელიც ატარებს პრეზიდენტის სტატუსს და მისი სამი წარმომადგენელი  ოთხი თვის განმავლობაში არ მონაწილეობს კომისიის მონაწილეობაში, რომელ დროზეა საუბარი, რომელ კონსენსუსზეა საუბარი. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული განცხადება.

პრეზიდენტს შეეშინდა, მას დისკუსიისთვის საფუძველი და არგუმენტი არ ჰქონდა. პრეზიდენტმა დაიწყო დესტრუქციით, მან დაიწყო დაპირისპირებით კომისიისა და პარლამენტის წინააღმდეგ და ის ამთავრებს დესტრუქციით. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა. პრეზიდენტის მხრიდან განსაკუთრებით დასანანია დესტრუქცია.გასაგებია,რომ მას აქვს კონკრეტული პოლიტიკური  მიზნები, მაგრამ  რა კომპეტენცია აქვს, რომ დაიწყო საჯარო ლექციების კითხვა კონსტიტუციურ სამართალში. უშვებდა ელემენტარულ შეცდომებს,რისთვისაც სტუდენტებს არ უწერენ ნიშნებს იურიდიულ ფაკულტეტზე“ , – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 22 times, 1 visits today)

კომენტარები