„დღეს საქართველოს აქვს კონსტიტუცია,რომლითაც არსებობს შესანიშნავი საშუალება ავტოკრატიის ჩამოყალიბებისთვის. ახალი დოკუმენტი ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაში მთლიანად გამორიცხავს ავტოკრატიის ჩამოყალიბების საფრთხეს“.  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა.

„ვქმნით დოკუმენტს,რომელმაც დროს უნდა გაუძლოს. ჩვენ პრეზიდენტს შევთავაზეთ კონსტიტუციაზე სუბარი ღია ეთერში, საზოგადობის წინაშე, რომ ყველას ავუხსნათ, რომ ჩვენ ვართ მართალი. უაღრესად არადემოკრატიულ კონსტიტუციას ვცვლით უაღრესად დემოკრატიული კონსტიტუციით.

გვახსოვს ცუდი გამოცდილება. პერსონალიებზე აგებით ვერ ვისაუბრებთ. კონსტიტუციამ კონკრეტული ინდივიდების, პოლიტიკოსების განწყობების მიუხედავად, უნდა გაუძლოს დროს და ჩამოაყალიბოს დემოკრატიული სისტემა. რა იყო მიზანი 2010 წლის ცვლილებების? მიზანი იყო მარტივად ის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს შეენარჩუნებინა თავისი ჭარბი ძალაუფლება უკვე პრემიერის რანგში.

ვიცით გიორგი კვირიკაშვილი რა ბუნების არის,  ანუ როგორია მისი პოლიტიკური ბუნება. ის არ არის მიდრეკილი არცერთი გრამით ავტოკრატიისკენ, აქედან გამომდინარე, პრაქტიკაში, ბუნებრივია, არ წარმოიშვება ის პრობლემები, რაც თეორიულად შეიძლება წარმოიშვას გრძელვადიან პერსპექტივაში. ვერ ვიქნებით დამოკიდებული ადამიანებზე, კონკრეტულ პრემიერებზე, მინისტრებზე და მათ დამოკიდებულებებზე.

საბოლოოდ ვიღებთ დოკუმენტს,რომელიც ავტოკრატიას გამორიცხავს. დღევანდელი კონსტიტუციით შესაძლებელია პარლამენტში ჭარბი უმრავლესობა ჩამოყალიბდეს. შეუძლებელია დაბალანსებული ურთიერთობა პარლამენტსა და მთავრობას შორის, არის გაუმიჯნავი კომპეტენციები პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. ამ ყველაფერს ვცვლით აბსოლუტურად დალაგებული კონსტიტუციით, რაც დაადასტურა ვენეციის კომისიამ“ , – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 18 times, 1 visits today)

კომენტარები