საბანკო სექტორი ქვეყანისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩევა. სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ძალიან მაღალია. ხშირად  საზოგადოების ნაწილი თავს იკავებს სასურველი სესხის აღებისგან – სწორედ სესხებზე პროცენტის დაწევის და უკეთესი პირობების მოლოდინში. რამდენად მაღალია საქართველოში სესხებზე საპროცენტო განაკვეტები, და რა გავლენას მოახდენს საფინანსო ბაზარზე ბანკების გამსხვილების პროცესი, ამ თემაზე „თბილისი თაიმსს“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეკონომიკური ალანიტიკოსი, მერაბ ჯანიაშვილი ესაუბრა.

რამდენიმე თვის წინ საბანკო სექტორში ცვილებები მოხდა და ორი საკამოდ მხსვილი ბანკი „რესბუბლიკა“ და „თიბისი“ გაერთიანდა. ექსპერტების ნაწილის მოსაზრები, ეს სერიოზულ პრობლებას შეუქმნის საქართველოს საბანკო სექტორს კონკურენციის მხრივ. თანაც იმ პირობების გათვალისწინებით, რომ ქართული საბანკო სექტორი არ გამოირჩეოდა დიდი კონკურენციით. კონკურენციის დაბალ დონეზე საუბრობს მერაბ ჯანიაშვილიც.

„დღეს საქართველოს საბანკო სექტორში კონკურენციის საკმაოდ დაბალი დონეა. ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკიც ღიად აფიქსირებს. მეც სრულიად ვიზიარებ მათ მოსაზრეებას. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნაში საბანკო სექტორის მხივ არც აქამდე იყო ჯანსაღი კონკურენცია, ბანკების გაერთიანება საფრთხეს უქნის საბანკო სექტორს. მონოპოლიის საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს და ამას არ მალავენ ქვეყანაში არსებული სხვა მცირე ბანკებიც.“

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ერთადერთი ვინც ამ კუთხით საფრთხეს ვერ ხედავს და ქვეყანაში საბანკო სექტორის მაღალ კონკურენციაზე საუბრობს „საქართველოს ეროვნული ბანკია“, რომელიც აღნიშნავს რომ საქართველოში საკმაოდ მაღალი  და ჯანსაღი კონკურენციაა ბანკებს შორის.

საპროცენტო განაკვეთებს როგორც ანაბრებზე, ასევე სესხებზე, სწორედ ეს კონკურენტული გარემო განსაზღვრავს. შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთების პოლიტიკაც დამოკიდებული იქნება საბანკო სექტორში განვითარებულ ტენდენციებზე.

„საპროცენტო განაკვეთებზე საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, რომ ვისაუბროთ – მაღალი საპროცენტო განაკვეთების მიხედვით, საქართველო მსოფლიო ქვეყნების ათეულშია. ეს კი დამეთანხმებით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამის ერთ-ერთ მიზეზად დეპოზიტების სიძვირე სახელდება, სწორედ ეს განაპირობებს მაღალ კრედიტებს. თუმცა დეპოზიტების გაიაფებაც შესაძლებელია, რაც შემდგომ აისახება საპროცენტო განაკვეთებზეც. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება.“

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთების დაწევას, მერაბ ჯანიაშვილის თქმით, სესხების მნიშვნელოვანი გაიაფება არც ბაზრის საცალო სეგმენტზე იქნება ადვილი, რადგანაც სამომხმარებლო კრედიტებზე საკრედიტო რისკი მჭიდროდაა დაკავშირებული სამუშაო ადგილების, ხოლო იპოთეკურ კრედიტებზე – უძრავი ქონების ფასების სტაბილურობასთან. როგორც ერთი, ისე მეორე, ქვეყანაში საერთო-ეკონომიკური ფონის გაუმჯობესებაზეა დამოკიდებული.

სესხების საპროცენტო განაკვეთები დამოკიდებულია ბევრ შიდა და გარე ფაქტორზე. თუმცა, ზედა ზღვარი დაწესებულია საპროცენტო განაკვეთებზე ონლაინ სესხების კომპანიების გამო და ეს ცვლილებები ბანკებსაც შეეხო. მაგრამ რაც შეეხება საბანკო ბაზარზე სესხების გაიაფებას, ეს რომ მოხდეს მაღალი კონკურენცია უნდა იყოს და ბანკებმა სწორედ დიდი კონკურენციის შედეგად უნდა შეამცირონ საპროცენტო განაკვეთები. მნიშვნელოვანია ისეთი მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა, რომელიც გააუმჯობესებს კონკურენტულ გარემოს და ბანკებს საკრედიტო განაკვეთების შემცირებისკენ უბიძგებს..“

მიუხედავად მცირე  თუ დიდი ცვლილებებისა, რეალობა მწარედ აისახება საზოგადოების განწყობაზე. საზოგადოების ნაწილი თავს იკავებს სასურველი სესხის აღებისგან – სწორედ სესხებზე პროცენტის დაწევისა და უკეთესი პირობების მოლოდინში. რამდენად რეალურია და შესაძლებელი, საპროცენტო  განაკვეთების დაწევა ამაზე ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, რადგან ქვეყანაში ამ ყველაფერს კონკურენციაა არეგულირებს, რაც კიდევ ერთ მთავარ და მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ჩვენი რეალობისთვის.

მარიამ ლეკიაშვილი

 

(Visited 68 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*