21 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, თბილისის საერთაშორისო ბალეტის ფესტივალი, ა.კრეინის ორმოქმედებიანი  ბალეტის „ლაურენსია“ პრემიერით გაიხსნება.

როგორც “თბილისი თაიმსს” კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ვახტანგ ჭაბუკიანის ცნობილი ბალეტის ახალიქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის. პირველ საპრემიერო სპექტაკლს საქართველოსსახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ლალი კანდელაკი და ბოსტონის ბალეტის წამყვანი სოლისტი ლაშახოზაშვილი იცეკვებენ.

სპექტაკლი  ვახტანგ ჭაბუკიანის ხსოვნას ეძღვნება.

(Visited 40 times, 1 visits today)

კომენტარები